ხავიერ მასკერანომ, შესაძლოა, “ბარსელონა” ზამთარში დატოვოს
კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი მცველი, ხავიერ მასკერანო ძალიან ახლოსაა “კამპ ნოუს” დატოვებასა და კარიერის ჩინეთში გაგრძელებასთან. ამ ინფორმაციას ESPN-ის ჟურნალისტები გვაწვდიან.
როგორც ცნობილი ხდება, კატალონიურმა კლუბმა უკვე მიაღწია შეთანხმებას “ჰებეი ჩაინა ფორჩუნთან”, რომელიც მზადაა, ამ ტრანსფერში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ვრცელდება ხმები, რომ ჩინელები მასკერანოს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. შეთანხმების მიღწევის შემთხვეაში, მასკერანომ ამ ორი წლის მანძილზე 19 მილიონი ევრო უნდა მიიღოს კლუბისაგან.
ცნობისთვის გეტყვით, რომ არგენტინელი მცველი თავის მერვე სეზონს ატარებს “ბარსელონაში”, იქამდე კი მერსესაიდული “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.