ხედირა: “ბუფონს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უნდა დავეხმაროთ”
ტურინის “იუვენტუსის” გერმანელმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ იტალიის ნაკრების მიერ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის დაკარგვაზე გააკეთა კომენტარი.
“იტალიის მარცხი? ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გამიხარდა. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, როდესაც ატირებული ბუფონი ვნახე. ვწუხვარ იტალიელების გამო.
როდესაც იტალიის გამოვარდნის შესახებ გავიგე, ბუფონს წერილი გავუგზავნე. მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვები უმნიშვნელოა. ბუფონს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა დარჩა მოსაგები, ჩვენ კი ამის გაკეთებაში მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ,” – ციტირებს ხედირას სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის შემდეგ სანაკრებო კარიერა სამმა უდიდესმა იტალიელმა ფეხბურთელმა, დე როსიმ, ჯიჯი ბუფონმა და კიელინიმ დაასრულეს.