ხედირას პრემიერლიგაში თამაში სურს
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ განაცხადა, რომ ძალების მოსინჯვა ინგლისის პრემიერლიგაში სურს:
“ბავშვობაში პრემიერლიგაში თამაშზე ვოცნებობდი. საერთო ჯამში, ჩემი კარიერით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ერთი რამ მაკლია. ყოველთვის ვოცნებობდი ინგლისში თამაშზე, მაგრამ ეს ოცნება ჯერ არ ამიხდა. ახალგაზრდობაში პრემიერლიგის მატჩებს ხშირად ვუყურებდი და ლიგას ახლაც ვადევნებ თვალ-ყურს. ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიყვარდა. ბრიტანული ფეხბურთის ატმოსფერო და სტილი ყოველთვის მხიბლავდა. თუ ოცნება ამიხდება, ჩემთვის დიდი პატივი იქნება პრემიერლიგაში თამაში”.
სამი ხედირას მიმდინარე სეზონში არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. სპეციალიზებული პორტალი 33 წლის გერმანელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას ოთხ მილიოონ ევროდ აფასებს.