ხელბურთი: ქართველი ჭაბუკები ფრანგებთანაც დამარცხდნენ
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ეგიდით ხელბურთში ტურნირის მეორე დღის მატჩები გაიმართა. საქართველოს ვაჟთა ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და ამჯერაც დამარცხდა. შეხვედრის პირველი ტაიმის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა შემდეგ ფრანგები მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ და ათქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. პირველი ტაიმი საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 24:14 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში მეკარე ალექსანდრე ხანდოლიშვილმა რამდენიმე კარგი სეივი განახორციელა, რამაც ქართველ ხელბურთელებს საშუალება მისცა, ანგარიშში სხვაობა შეემცირებინათ, თუმცა ფრანგები სწრაფი კონტრშეტევების წყალობით მაინც ახერხებდნენ სოლიდური უპირატესობის შენარჩუნებას. ამას ისიც დაემატა, რომ შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გიორგი ფერაძეს წითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს. საბოლოო ჯამში მატჩი ფრანგებმა ანგარიშით 46:30 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი ირაკლი კბილაშვილი იყო.