ხელბურთი. საქართველო – ნიგერია 27-14

თარიღი: ივნისი 9, 2019

კარგი სტარტი და ნიგერიასთან მოგება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 27-14 დაამარცხა ნიგერია თბილისის სპორტის სასახლეში და დაადასტურა, რომ IHF ერთა თასის მთავარი ფავორიტია. 9 იანვარს 18 საათზე მალტას ვეთამაშებით. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია.

საქართველო – ნიგერია 27-14

საქ: თევზაძე 10/21, ცინცაძე 3/6 – ცხოვრებაძე 12/6, ორჯონიკიძე 7/5, კბილაშვილი 5/4, ჭანტურია 7/3, ჩიქოვანი 8/3, რუსტამოვი 3/2, გოგოლაძე 1/1, მიქავა 2/1, იმნაძე 1/1, კალანდაძე 1/1, არსენაშვილი 1/-, დიხამინჯია – მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

ნიგერია: ადამოლუგბე 9/29, სოლომონი 1/8 – კოლე 4, ა. მოჰამედი 3, ანი 2, კალუ 2, სულაიმანი 2, იბიტოიე 1, ოვოლაბი, დ. მოჰამედი, გბავუანი, როტიბი, ოკუბუიკე, ემანუელი

მსაჯები: ჰერმანი, მადსენი (დანია)

ოფიციალები: ნაჩევსკი (მკდ) – რაიზინგერი (ავს), კალინი (სლნ) – ჩოგოვაძე, იაშვილი (საქ)

ნიგერია არ განეკუთვნება თუნდაც აფრიკის გრანდებს, მაგრამ ხელწამოსაკრავი და 13 ბურთით იოლად დასამარცხებელი მეტოქე ნამდვილად არ იყო. გამარჯვებას საფუძველი დაუდო მეკარე შოთა თევზაძემ, რომელმაც პირველ ტაიმში 8 დარტყმა მოიგერია. კარგი იყო მისი ნიგერიელი კოლეგაც, მაგრამ საბოლოოდ ჩვენებმა მეტოქეს მოუგეს ინდივიდუალური ორთაბრძოლების უმეტესობა, რისი დასტურიცაა სულ 14 გაშვებული გოლი და აფრიკელთა 9 ორწუთიანი გაძევება; გემოზე ითამაშა ჩვენმა უკანა ხაზმა – ჩიქოვანმა, ორჯონიკიძემ, ცხოვრებაძემ, ხოლო შეცლაზე შემოსულმა კბილაშვილმა სრულიად დამსახურებულად მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო – 5 დარტყმიდან 4 გაიტანა, მოიპოვა 1 შვიდმეტრიანი და 4 მეტოქე გაისტუმრა ორწუთიანში.

იყო საკმაო წუნიც, რაც შეიძლება ძვირად დაგიჯდეს უფრო ძლიერ მეტოქესთან, თუმცა, მათთან გუნდს მეტი კონცენტრაციაც ექნება და ახალ მწვრთნელს, ნიკოლა მაქსიმოვიჩს სულ რამდენიმე ვარჯიში ჰქონდა თამაშის დასალაგებლად.

მოგებაში წვლილი ყველამ დაიდო. მშვენივრად შემოვიდა მეკარე ცინცაძე, რომლის ორმაგი სეივი ისეთი იყო, ნებისმიერი ტოპ-5 ვიდეომიმოხილვაში პირველ ადგილს რომ იკავებს ხოლმე. გოლები გაიტანეს ახალგაზრდებმაც – იმნაძემ, გოგოლაძემ და მიქავამ, სულ ბოლო კი შემოვიდა 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძე, რომელმაც 2 წუთში შვიდმეტრიანის ზუსტად დარტყმა და საგოლე პასის მიცემაც მოასწრო.

სხვა თამაშებმა აჩვენა რომ ჯგუფში პირველობისთვის ჩვენი მთავარი კონკურენტი ალბათ ბულგარეთი იქნება, მეორე მხარეზე კი კარგი გუნდი ჰყავს კუბას, არაუშავთ ჩინეთსა და კოლუმბიას. ჯგუფური ეტაპის შემდეგ 2-2 საუკეთესო გუნდი გავა ნახევარფინალში, რომელიც 15 ივნისსაა, ხოლო ჩემპიონი 16 ივნისს გამოვლინდება.

ჩემპიონატის მონაწილე 12 გუნდიდან 6 ევროპულია. მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე გავა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში. ტურნირზე გამარჯვებასთან ერთად ეს ჩვენი გუნდის მეორე, არანაკლები მნიშვნელობის ამოცანაა.

ყველა თამაშის რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ოფიციალური ვებ-გვერდი: https://emerging2019.geohandball.ge/ka/

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 – თბილისის სპორტის სასახლე

8 ივნისი

A ჯგუფი: კოლუმბია – ჩინეთი 25-28, ინდოეთი – აზერბაიჯანი 29-45, კუბა – ბრიტანეთი 35-27

B ჯგუფი: მალტა – ბულგარეთი 13-38, ნიგერია – საქართველო 14-27, აშშ – ირლანდია

9 ივნისი

10:00 კოლუმბია – აზერბაიჯანი

12:00 ჩინეთი – კუბა

14:00 ბრიტანეთი – ინდოეთი

16:00 ბულგარეთი – აშშ

18:00 მალტა – საქართველო

20:00 ირლანდია – ნიგერია

10 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი – ბრიტანეთი

12:00 კოლუმბია – კუბა

14:00 ინდოეთი – ჩინეთი

16:00 აშშ – მალტა

18:00 საქართველო – ირლანდია

20:00 ნიგერია – ბულგარეთი

12 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი – კუბა

12:00 ბრიტანეთი – ჩინეთი

14:00 კოლუმბია – ინდოეთი

16:00 ირნალდია – ბულგარეთი

18:00 საქართველო – აშშ

20:00 მალტა – ნიგერია

13 ივნისი

10:00 ჩინეთი – აზერბაიჯანი

12:00 ბრიტანეთი – კოლუმბია

14:00 კუბა – ინდოეთი

16:00 ირლანდია – მალტა

18:00 ბულგარეთი – საქართველო

20:00 აშშ – ნიგერია

15 ივნისი, ნახევარფინალი

10:00 9-12: A5–B6

12:00 9-12: B5–A6

14:00 5-8 A3 – B4

16:00 5-8 B3 – A4

18:00 1-4 A1 – B2

20:00 1-4 B1 – A2

16 ივნისი, ფინალი

10:00 11-12

12:00 9-10

14:00 7-8

16:00 5-6

18:00 3-4

20:00 1-2

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ბოლო ათწლეულის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

ამერიკულმა ბიზნეს-ჟურნალმა “ფორბსმა” ბოლო ათწლეულის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი დაასახელა. ათეულს მოკრივე ფლოიდ მეივეზერი ლიდ...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა განაცხადა ენჰომ ტოჩინოშინთან მარცხის შემდეგ?

15 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მე-4 სატურნირო დღეს ტოჩინოშინი ენჰოს შეხვდა და დაამარცხა. ეს დაპირისპირება იმით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება!

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2019 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენა დაიწყო. იმისათვის, რომ ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართველმა და უკრაინელმა მოჭიდავეებმა ხალიჩაზე ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

11 იანვარს, თურქეთში მიმდინარე “იაშარ დოგუს” ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა იასპარეზეს. 79 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლოვჩევი ტალახაძეზე: “ბევრ ძალოსანთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ მასთან – არაR

რუსმა ძალოსანმა, ალეკსეი ლოვჩევმა პლანეტის უძლიერესი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. GoB Channel-თან ინტერვიუში, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ლაშა ტალახაძისადმი ბრალდებას გამოეხმაურა, რომელიც გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა დოკუმენტურ ფილმში [&h...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ლოზანაში ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა. ✔️ 9-22 იანვარს შვეიცარიის ქალაქი ლოზანა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილის გაბრაზებული მეტოქე კორტს ტოვებდა – ნიკამ ურუგვაელი დააბრუნა (ვიდეო)

ATP CUP-ზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ურუგვაელ პაბლო კუევასს უპირისპირდება. პირველი სეტის მიწურულს, როცა ბასილაშვილი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ქართველებს გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდათ” – რა გააკეთა ნადალმა საქა

რაფაელ ნადალმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის დიდ ჩოგბურთელთან ერთად დიდი პიროვნებაცაა. 6 იანვარს, ATP […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რაფაელ ნადალის დასაფასებელი საქციელი ბასილაშვილთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

4 იანვარს, ATP-ს თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგანს, რაფაელ ნადალს დაუპირისპირდა და ორ სეტში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება!

პოლონური ვებ-გვერდი armpower.net 2019 წლის საუკეთესო მკლავჭიდელს ავლენს. გამოკითხვაში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ცხადია, ნომინანტებს [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

სტადიონებსა და სპორტულ კომლექსებში მოწევა აიკრძალა

2020 წლის 1 იანვრიდან სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა აიკრძალა. თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, ეს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

Sky Sports-მა ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა

ათწლეულის დასასრულის აღსანიშნავად Sky Sports-მა ბოლო ათი წლის საუკეთესო სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ხუთეულში […]...
წაკითხვა