ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი: ლიდერის პირველი დამარცხება

თარიღი: მარტი 28, 2019

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე პირველი დამარცხება იგემა ლიდერმა, ფოთის
„ოქროს ვერძმა“ რომელსაც 12-11 მოუგო თბილისის „პეგასმა“. სხვაობა ფოთსა და
უახლოეს მდევარ აჭარას შორის ქულამდე შემცირდა.

ჩემპიონატის უახლოესი მატჩი სწორედ ფოთსა და აჭარას შორის გაიმართება 6
აპრილს, სენაკის სპორტის სასახლეში. ამ დღეს დასავლეთის გუნდები ერთმანეთში
მესამე წრეს მოისტუმრებენ. ფოთს ურთიერთშეხვედრებში ორჯერ ჰყავს
დამარცხებული აჭარა – 21-16 და 16-13.

დღესვე სპორტკომპლექს არენაში ქარიშხალამ 23-12 დაამარცხა ბათუმი და მესამე
ადგილზეა, თუმცა ახლო მდევრებიც ჰყავს – სამტრედია და ყვარელი. პეგასი
ბრინჯაო მედლებისთვის ბრძოლაში ვეღარ ჩაერთვება, მაგრამ ქულებისს ართმევა
ყველასთვის შეუძლია, რაც დღევანდელმა თამაშმაც დაადასტურა.

ფოთს ამ მატჩამდე მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა დაკარგული (ფრე სამტრედიასთან).
მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისელები 9-5 დაწინაურდნენ, რაც ძირითადად
გოგონათა ნაკრების მეკარის, ჯიქურაშვილის და უკანახაზელ ჩხაიძის
დამსახურება იყო. ფოთელებმა ასევე ნაკრების მოთამაშის, ჯგერენაიას
ლიდერობით, მინიმუმამდე დაიყვანეს სხვაობა და ბოლოსწინა წუთზე ბჟალავამ
გაათანაბრა, 11-11. ჩხაიძემ პეგასს ლიდერობა დაუბრუნა და დარჩენილ დროში
პეგასმა ეს უპირატესობა შეინარჩუნა, 12-11.

სენაკში 6 აპრილს დანიშნული 5 მატჩის შემდეგ ჩემპიონატს 4-8 მაისს,
თბილისში, დაასრულებს მესამე წრის საერთო, დასკვნითი ტური.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2
27 მარტი. ბათუმი – ქარიშხალა 12-23
მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი
პეგასი – ფოთი 12-11
პეგ: ჯიქურაშვილი – ჩხაიძე 8, სვანიძე 2, საბაშვილი 1, კორძაია 1,
ჩოგოვაძე, ნეფარიძე, დადვანი, მაკარაშვილი, პაპუაშვილი
ფოთ: გრიგოლია, კარბაია, ვართანიანი – ჯგერენაია 5, გოგია 3, კუპრიევა 1,
კობახია 1, ბჟალავა 1, რურუა, დარჩია, ხურცილავა
მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
—————-თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ
ფოთი———18–16—1—1–328-223–33
აჭარა———-18–16—0—2–392-256–32
ქარიშხალა—19–12—1—6–460-380–25
სამტრედია—18–10—2—6–313-269–22
ყვარელი——19–10—2—7–359-315–22
პეგასი———19—8—2—9–344-329–18
ბათუმი——-18—3—1–14–214-316—7
წყალტუბო—18—2—1–15–216-373—5
მამული——-19—1—0–18–291-456—2
მესამე წრე, დასავლეთი. 6 აპრილი, სენაკი
ფოთი – აჭარა, ბათუმი – წყალტუბო, აჭარა – სამტრედია,
ბათუმი – ფოთი, წყალტუბო – სამტრედია
მესამე წრის საერთო ტური. 4-8 მაისი, თბილისი

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა 2019 წლის ევროპულ თამაშებზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 2019 წლის ევროპული თამაშებისათვის შემადგენლობა დაასახელა. -60კგ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

რუსი მოჭიდავე: “ქართველ მოჭიდავეს რაღაც ჰქონდა წასმული”

რუსეთის ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა 67 კგ. წონით კატეგორიაში არტიომ სურკოვმა ქართველ მეტოქეს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძის მადლობა გულშემატკივრებს

ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, რომელმაც 13 აპრილს ბათუმში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა: ქალებმა ფინალური ოთხეული გაარკვიეს

ხელბურთის ქალთა ჩემპიონთა ლიგაში დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. ფინალურ ოთხეულში გავიდნენ უნგრეთის დიორი, საფრანგეთის მეცი, ნორვეგიის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რუმინელი ძალოსანი, როცა ბათუმში მსოფლიო რეკორდის დამყარებას ცდილობდა (ვიდეო)

ბათუმში გამართულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე რუმინელმა ლორედანა ტომამ (64 კგ) ოქროს მედლები მოიპოვა. 23 წლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ესპანელი და თურქი კომენტატორების რეაქცია ლაშა ტალახაძის რეკორდზე (ვიდეო)

13 აპრილს, ლაშა ტალახაძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა გოლიათმა მსოფლიო რეკორდების დაამყარა. ტალახაძემ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიორგი ასანიძის თხოვნა ირაკლი თურმანიძეს პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ნაკრების კაპიტანს, ირაკლი თურმანიძეს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძიემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)

ახალი მსოფლიო რეკორდი ატაცში – 218 კილოგრამი! იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფრანგი ძალოსნის საშინელი ტრავმა ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

11 აპრილს, ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ქალებში, 76 კგ. წონით კატეგორიაში მოსპარეზე საფრანგეთის ნაკრების […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტაჰა აკგულის პოსტი სოციალურ ქსელში, გენო პეტრიაშვილთან გამარჯვების შემდეგ (ფოტო)

10 აპრილს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გენო პეტრიაშვილი (125 კგ) თურქ ტაჰა აკგულთან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი და ტაჰა აკგული დაჯილდოვების ცერემონიალზე (ვიდეო)

10 აპრილს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პეტრიაშვილსა და ტაჰა აკგულს შორის სიტუაცია დაიძაბა – თურქის პროვოკაციული მოქმედება (

10 აპრილს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სახალისო ვიდეო: გინახავთ როგორ ხტება 180-კილოიანი კაცი აუზში? (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელიც ლევან საგინაშვილის მალაიზიაში გატარებულ პერიოდს, კონკრეტულად ტურნირის შემდეგ, განტვირთვის პროცესს [...
წაკითხვა