ხელბურთი. საქართველოს ნაკრები: ორი მოგება ბაქოში, მასპინძლებთან
საქართველოს კკლუბების ნაკრებმა, ბაქოში, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის თასზე
ორი მატჩი მოიგო: 8 მაისს დაამარცხა აზერბაიჯანის ეროვნული გუნდი 28-26,
ხოლო დღეს – მასპინძელთა ახალგაზრდული ნაკრები 33-27. ტურნირის
გამარჯვებული გაირკვევა 10 მაისს, საქართველო – ერაყის მატჩში.
ერაყის ეროვნულმა გუნდმა პირველ დღეს დიდი უპირატესობით დაამარცხა
აზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრები 36-19 ხოლო დღეს ამ ქვეყნის ეროვნულ
გუნდს ეთამაშება.
საქართველოს კლუბების ნაკრები დაკომპლექტებულია საქართველოს ჩემპიონატში
მოთამაშე ახალგაზრდა ხელბურთელებით, რომლებიც ეროვნული ნაკრების
კანდიდატებიც არიან. ალიევის თასი ერთ-ერთი ეტაპია ხელბურთის საერთაშორისო
ფედერაციის ერთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე
უმასპინძლებს 8-16 ივნისს და რომელიც ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირიცაა.
ალიევის თასის პირველ დღეს მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა აზერბაიჯანის
ეროვნულ ნაკრებთან რომელიც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა იანვარში, ევროპის
ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში 30-25 დაამარცხა საკმაოდ მძიმე ბრძოლის
შემდეგ. აზერბაიჯანელები ბაქოში იმავე შემადგენლობით თამაშობდნენ, თუმცა,
ჩვენი ახალგაზრდული გუნდის უპირატეობა აშკარა იყო – პირველი ტაიმი 14-10
მოვიგეთ, შესვენების შემდეგ უპირატესობა ექვსამდე გაიზარდა და მასპინძლებმა
მხოლოდ ბოლო წუთებზე შეძლეს სხვაობის შემცირება. კლუბების ნაკრებს ბაქოს
ტურნირზე ხელმზღვანელობენ ბექა ორჯონიკიძე და მერაბ მეტრეველი.
ხელბურთი. პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის თასი. ბაქო, აბუ არენა, 8-10 მაისი
8 მაისი. აზერბაიჯანი (ახალგ) – ერაყი 19-36
მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი (საქ)
აზერბაიჯანი (ეროვნული) – საქართველო (კლუბების ნაკრები) 26-28
აზე: ჯაფაროვი, ჯაჰანგიროვი, სკრებცოვი – ე. აიდამიროვი 10, დუბოვიკი 3,
მამედრაჰიმოვი 3, ჰ. აიდამიროვი 2, იმანოვი 2, სერგუნინი 2, ი. სლემანოვი
2, ბოგატირევი 1, ახუნდოვი 1, ჯ. ისმაილოვი, ჰ. ისმაილოვი, აზიზოვი,
შარიფლი – მწვ. ჰ. აბდულაევი
საქ: ცინცაძე, სილაგაძე – მერკვილაძე 6, ყორიაული 6, არსენაშვილი 5,
ზარნაძე 4, ძნელაძე 2, ბაინაზიშვილი 2, ჯ. იმნაძე 1, გველესიანი 1,
ახალბედაშვილი 1, ხელაძე, გვაზავა – მწვ. ორჯონიკიძე, მეტრეველი
მსაჯები: ო. ალიევი – ი. ალიევი (აზე)
9 მაისი. აზერბაიჯანი (ახალგ.) – საქართველო 27-33
აზე: მამედზადე, მანსუროვი – ნაზარალიევი 9, სალიმოვი 5, მურადოვი 4,
ალიევი 3, მამედოვი 2, ნაჯიევი 1, ნოვრუზოვი 1, აბდულაევი 1, მამადლი 1,
აფსალოვი, იბრაჰიმლი, მამედიაროვი, ეიგუდლუ – მწვ. რ. ჰუსეინოვი
საქ: ცინცაძე, სილაგაძე 1 – რუსტამოვი 8, არსენაშვილი 7, ზარნაძე 5,
ყორიაული 5, ბაინაზიშვილი 2, მერკვილაძე 2, ხელაძე 1, ძნელაძე 1, ჯ. იმნაძე
1, გველესიანი, ახალბედაშვილი გვაზავა
მსაჯები: ვ. ალიევი – ერნ. აღაქიში (აზე)
აზერბაიჯანი (ეროვ.) – ერაყი
—
კლუბების ნაკრები აზერბაიჯანში
GK: ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ თელავი), იური სილაგაძე (2001,
წყალტუბო)
უკანა ხაზი: დავით ყორიაული (1998, იმედი-სტუ თელავი), გიგა ზარნაძე (1999,
პეგასი), გიორგი ხელაძე (2000, წყალტუბო), გიგა ბაინაზიშვილი (1998,
იმედი-სტუ თელავი), ნიკოლოზ ძნელაძე (2001, სამტრედია), რატი გვაზავა
(1998, პეგასი)
LW: ჯემალ იმნაძე (2001, ქუთაისი), ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი)
RW: გიორგი ახალბედაშვილი (1997, გორი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი)
P: მიხეილ გველესიანი (2000, წყალტუბო), ერეკლე არსენაშვილი (1998)
მწვრთნელები: მერაბ მეტრეველი, ბექა ორჯონიკიძე; ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი