ხელბურთის ნაკრებს მაქსიმოვიჩი უხელმძღვანელებს

თარიღი: მაისი 28, 2019

უახლოეს ტურნირზე, IHF ერთა ჩემპიონატზე, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს 8-16 ივნისს, საქართველოს ხელბურთის ნაკრებს უხელმძღვანელებს სერბი მწვრთნელი, ნიკოლა მაქსიმოვიჩი.

მაქსიმოვიჩი 40 წლისაა. ხელბურთელის კარიერის დიდი ნაწილი ბელგრადის ცრვენა ზვეზდაში გაატარა, მწვრთნელობა კი ასაკობრივი გუნდებიდან დაიწყო – მუშაობდა სერბეთის 18 და 20-წლამდელთა, ასევე ისრაელის 16-წლამდელთა ნაკრებებში. 2009 წელს დააფუძნა ახალი კლუბი, ნოვი ბელგრადი, რომელმც წარმატებით გაიარა გზა სერბეთის პირველ ლიგამდე. 2014 წლიდან მაქსიმოვიჩი თელ ავივის მაკაბიში მუშაობს – ჯერ ცნობილი სპეციალისტის, დრაგან ჯუკიჩის ასისტენტად და ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელად, შემდეგ კი კაცთა გუნდის მთავარ მწვრთნელად. ბოლო 4 სეზონში კლუბმა ერთხელ მოიპოვა ისრაელის ჩემპიონობა და კიდევ ორჯერ ითამაშა ფინალში.

მაქსიმოვიჩი თბილისში 2 ივნისს ჩამოვა, 3 ივნისიდან კი საქართველოს ნაკრებთან საწვრთნელ პროცესს დაიწყებს. ის უკვე გაეცნო როგორც მომავალი მეტოქეების, ასევე საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ბულგარეთი, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია. მეორე ჯგუფში არიან: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი. ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ნახევარფინალებში გააგრძელებს, დანარჩენები მე-5-8 და მე-9-12 ადგილებისთვის ითამაშებენ. გამარჯვებულის ვინაობის გარდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საკითხიც: ტურნირის მონაწილე 6 ევროპული გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის, პლეიოფის საგზურს.

გთავაზობთ მცირე ინტერვიუს ნიკოლა მაქსიმოვიჩთან:

-ბატონო მაქსიმოვიჩ, როგორი იქნება თქვენი მიზანი მომავალ ტურნირზე?

-როგორც მასპინძელი გუნდისთვის, საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიდი პატივია საკუთარი მაყურებლის წინაშე და ვფიქრობ, მათი მხარდაჭერა დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში – მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევ რაუნდში გასვლას, რაც ქართული ხელბურთის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

-თქვენი აზრით, როგორი შანსები გვექნება?

-კარგი შანსები გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფი უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე, მაგრამ ამას სწორედაც ჩვენს უპირატესობად განვიხილავ, რადგანაც ყველა თამაშს საუკეთესო მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი მატჩი ნიგერიის წინააღმდეგ. ვიცი, რომ ყველა მოთამაშე ძალიან მოტივირებულია ამ ტურნირისთვის და ყველა თამაშში მაქსიმუმს გაიღებს!

-როგორი იქნება ტურნირითვის მოსამზადებელი პერიოდი?

-დრო ცოტაა, მაგრამ, ჯერ ერთი, მე საფუძვლიანი ინფორმაცია შევაგროვე მოწინააღმდეგე გუნდებზე და საქართველოს ნაკრების ხელბურთელების მატჩებსაც კარგად გავეცანი. შესაბამისად, ჩვენი გუნდი კარგად იქნება ინფორმირებული მეტოქეებზე და თავიდანვე მკაფიოდ ჩამოვუყალიბებ ჩემს მოთხოვნებს და სათამაშო იდეებს, რათა ხუთდღიანმა მოსამზადებელმა პროცესმა რაც შეიძლება ნაყოფიერად ჩაიაროს.

-თქვენი აზრით, რომელ გუნდს ექნება ტურნირის მოგების მეტი შანსი?

-ჩემი აზრით, ასეთი რამდენიმე გუნდი იქნება. ნიგერია, კუბა, აშშ, საქართველო, ჩინეთი და ბულგარეთი… გამარჯვებული ამათ შორის უნდა იყოს.

ხელბურთი. IHF ერთა ჩემპიონატი / ევრო 2022 შესარჩევი

8-16 ივნისი, 2019 – თბილისის სპორტის სასახლე

A ჯგუფი: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი

B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია

ჯგუფური ეტაპი: 8, 9, 10, 12, 13 ივნისი.

8 ივნისი: საქართველო – ნიგერია, 9 ივნისი: საქართველო – მალტა,

10 ივნისი: საქართველო – ირლანდია, 12 ივნისი: საქართველო – აშშ,

13 ივნისი: საქართველო – ბულგარეთი

2-2 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას 1-4, 5-8 და 9-12 ადგილებისთვის

ნახევარფინალი: 15 ივნისი, ფინალი: 16 ივნისი

საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022 მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს. პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რაულ თუთარაულის შესანიშნავი გამარჯვება – ქართველმა მეტოქე 10 წამში დაამარცხა! (ვიდეო

ქართველმა მებრძოლმა, რაულ თუთარაულმა დღეს ორგანიზაცია ACA-ში შეხვედრა გამართა. რაული ბოსნიელ დრაგოლიუბ სტანოჟევიჩს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა მოხდა მაშინ, როცა ტოჩინოშინი 60 კილოგრამიან მეტოქეს შეხვდა (ვიდეო)

ქართველის სუმოტორი, ტოჩინოშინი ერთ-ერთ იაპონურ სერიალში გადაიღეს. მწვრთნელი რაგბის გუნდს სავარჯიშოდ სუმოტორების კლუბში წაიყვანს. თავდაპირველად, [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

“შეიძლება, მე დავეცე, მაგრამ…” – ნიკოლოზ შერაზადიშვილი ემოციურ პოს

ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში […...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ეჰ, გეჭიდავა ფინალში” – მწვრთნელი გურამ თუშიშვილს (ვიდეო)

21 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატზე, +100კგ წონითი კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გურამმა გადამწყვეტ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე დადებითი ბალანსი გაიფორმა! (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, მე-14 დღე ტოჩინოშინი – კაისეი ტოჩინოშინის ბალანსი: 8:6 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი: “ფინალში დაძაბულ შეხვედრას ველოდი, მაგრამ…”

ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია – 20 წლის ქართველმა ფინალში 45 წამში გაიმარჯვა!

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დიდებში ევროპის პირველობა პირველად მოიგო. 81კგ. წონით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, მე-13 დღე ტოჩინოშინი – ოკინოუმი ტოჩინოშინის ბალანსი: 7-6 იხილეთ ვიდეო November 2020 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

19-21 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველო ევროპის პირველობაზე 11 სპორტსმენით წარსდგება. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა კირიბაიამა დაამარცა – მე-6 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, XI დღე ტოჩინოშინის ბალანსი: 6-5 იხილეთ ვიდეო November 2020 – Day 11 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კახი კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

კახი კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან დოლიძე: “ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გავეხარებინეთ”

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ კომენტარი გააკეთა. დოლიძე ამბობს, რომ ასეთ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაისურაძემ რუსი მეტოქე ბოლო წამებში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)

10 ნოემბერს, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. 90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი […]...
წაკითხვა