ხელით გატანილი გოლის წყალობით “ემპოლიმ” “ჯენოასთან” ქულა მოიპოვა
იტალიის სერია A-ს VII ტურის დასკვნითი მატჩი გენუაში შედგა, სადაც ადგილობრივმა “ჯენოამ” “ემპოლი” მიიღო. ანგარიში მე-14 წუთზე მასპინძელთა შემტევმა ნახევარმცველმა ანდრეა ბერტოლაჩიმ ეფექტური დარტყმით გახსნა. სტუმრებმა გათანაბრება 77-ე წუთზე შეძლეს: მარცხენა ფრთიდან მოწოდებული კუთხურის შემდეგ გენუელებმა სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს, ბურთი ხელზე მოხვდა “ემპოლის” მცველ ლორენსო ტონელის და კარში შეგორდა. არბიტრებმა ვერ შენიშნეს, რომ ტონელიმ ხელით ითამაშა და გოლი ჩაითვალა — 1:1.
“ემპოლის” ქართველი ლეგიონერი ლევან მჭედლიძე მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა და საკმაოდ აქტიურადაც ჩაერთო თამაშში, იბრძოდა ბურთისთვის, რამდენჯერმე შეტევაც გაამწვავა და საჭირო დროს დაცვასაც მიეხმარა.
იტალიის სერია A
“ჯენოა” — “ემპოლი” 1:1 (0:1)
გოლები: ბერტოლაჩი 14′ — ტონელი 77′.
სატურნირო ცხრილის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები