ხერარდო მარტინო: „როსელთან მუშაობას სიამოვნებით გავაგრძელებდი“

თარიღი: იანვარი 25, 2014

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ აღიარა, რომ „ბლაუგრანასში“ მას თავის პროექტზე მუშაობა სურს, თუმცა, ამავე დროს, კლუბში დარჩენის გარანტია არ აქვს.

„ყველას დაწყებული პროექტის დასრულება სურს, თუმცა ფეხბურთში გარანტირებული არაფერია. კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა იდეალური არ არის, თუმცა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ბატონ როსელს გაშვებამდე ვესაუბრე, მას ჩემი ყოველთვის სჯეროდა. მასთან მომავალშიც ვიმუშავებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. თავისი წასვლის მიზეზი მან ზუსტად ისე ამიხსნა, როგორც ჟურნალისტებს“, – განაცხადა მარტინომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მსგავსი სიახლეები