ხესე: “რეალში” 40 წლამდე მსურს თამაში”
“რეალის” ფოვარდმა, ხესე როდრიგესმა “ეიბართან” მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მადრიდული კლუბის დატოვებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ მესამე გოლის ავტორი სწორედ ხესე გახდა.
“კლუბში მწვრთნელი, პრეზიდენტის და მოთამაშეების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერი გავხდი და საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ.
“ეიბარის” კარში გატანილი გოლი ბედნიერებაა. “ბერნაბეუზე” გოლის გატანა წარმოუდგენელი გრძნობაა.
“რეალის” დატოვებას არ ვაპირებ. აქ კარიერის დასრულება მსურს. კლუბში 13 წლის ასაკში მოვედი, ახლა 22-ის ვარ. აქაურობის დატოვება კი 40 წლის ასაკში მსურს” – განაცხადა ხესემ.