“ხიხონთან” გასამართ მატჩს ბეილის მსგავსად რონალდუ და ბენზემაც გამოტოვებენ
შაბათს, “ხიხონსა” და მადრიდის “რეალს” შორის გასამართ მატჩს ტრავმირებულ გარეტ ბეილთან ერთად კრიშტიანუ რონალდუ და კარიმ ბენზემაც გამოტოვებენ.
როგორც ცნობილი ხდება, ეს გადაწყვეტილება მადრიდის “რეალის” თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა მიიღო, რომელიც “ბაიერნთან” და “ბარსელონასთან” გასამართი მატჩებისთვის ემზადება.
BBC-ის მსგავსად, ამ მატჩს გამოტოვებს კეილორ ნავასიც, რომელსაც კიკო კასილია ჩაანაცვლებს.
დანი კარვახალი კი თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ვერ შეძლებს მაშინ, როდესაც რაფაელ ვარანი და პეპე ლაზარეთში იმყოფებიან.
სავარაუდოდ, ამ მატჩში მადრიდელთა პორტუგალიელ მცველს, ფაბიო კოენტრაოს ვიხილავთ, რომლისთვისაც ეს სულ რაღაც მეორე თამაში იქნება მიმდინარე სეზონში.
ზიდანმა “კასტილიას” ფეხბურთელს, ალვარო ტერეხოსაც უხმო.