”ხიმნასტიკმა” აბურჯანიას შემცვლელი შეიძინა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი აბურჯანიას ტრანსფერი ”სევილიაში” კიდევ უფრო რეალური ხდება. როგორც იცით, ქართველი ნახევარმცველის შეძენით ანდალუსიელები ცოტა ხნის წინ დაინტერესდნენ და გიორგის სანაცვლოდ მზად არიან 3 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ესპანური წყაროების თანახმად, ”ხიმნასტიკმა” უკვე დაიწყო აბურჯანიას შემცვლელის პოვნა და 23 წლის ნახევარმცველი ხუან დელგადო შეიძინა. აღნიშნული ინფორმაციას Wikipedia-ც ადასტურებს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ დელგადოს ჩილეს ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლის გატანაც მოახერხა.
აქედან გამომდინარე, ჩვენებურის ტრანსფერი ევროპა ლიგის მოქმედ ჩემპიონში დღითიდღე უფრო რეალური ხდება.