ხინჩეგაშვილი: “აქ რომ ვდგავართ, საწყენი და სამარცხვინოა”
22 იანვარს, ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.
გეგეშიძის დაკავება საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა გააპროტესტეს. მათ დუშეთში შეკრება დატოვეს და თბილისში პოლიციის შენობასთან მივიდნენ.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა:
“დღეს აქ რომ ამდენი ხალხი ვართ შეკრებილი, არავის არ გვსიამოვნებს, მაგრამ საჭიროა, რომ აქ ვიყოთ. რაც მალე მორჩება ეს გაუგებრა, მით უკეთესი იქნება სპორტისთვის. სპორტსმენს რომ ვეჭიდავები, ვძალადობ, ძალის გამოყენების გარეშე იმას ქულას ვერ ავუღებ. ყველაფერი ხდება. ასეთი რამ ხშირად მომხდარა, მაგრამ მსგავსი ფორმა არასოდეს მიუღია. ის, რომ აქ ვდგავართ, ძალიან საწყენი და სამარცხვინოა. ოჯახში, მამასა და შვილს შორის ხდება კონფლიქტი, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში ზურაბ დათუნაშვილს დაუპირისპირდა.