ხმა მიეცი აფრასიძეს!
მსოფლიო რაგბის დაჯილდოვების ყოველწლიურ საღამოზე, რომელიც წელს მონაკოში გაიმართება, წლის საუკეთესო ლელოს ავტორს გამოავლენენ – IRPA Try of The Year (მორაგბეთა საერთაშორისო ასოციაციის წლის საუკეთესო ლელო). წელს გამარჯვებისთვის ოთხი ნომინანტი იბრძოლებს. მათ შორის ერთ-ერთია გელა აფრასიძის ლელო, რომელიც მან საქართველოში გამართულ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიის წინააღმდეგ დადო.
როგორ მივცეთ ხმა:
ხმის მიცემა მხოლოდ თვითერზე მიმდინარეობს. იმისათვის, რომ გელას ლელოს ხმა მისცეთ 9 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით შებრაძანდით მსოფლიო რაგბის თვითერის გვერდზე Twitter.com/WorldRugby მიმაგრებულ პოსტში დააჭირეთ ღილაკს Tweet #VoteAprasidze. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს TWEET
ხმის მიცემა მხოლოდ ამ პროცედურით არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში გელა აფრასიძეს ხმა არ მიეცემა.