ხოაკინ კაპაროსი: “ჩვენ შევძლებთ ხალხის იმედები და სიხარული გავამართლოთ”
სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა ხვალინდელ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
“ამ წამს ასერთოდ არ ვფიქრობ მაკედონიის მატჩზე, 5-ვე გრძნობა მიმართულია ხვალინდელ მატჩზე საქართველოსთან, ჩვენი იმედები, სიხარული და ძალისხმევა ხვალინდელზეა კონცეტრირებული”
“დიახ, რასაკვირკველია, მხითარიანი ძალიან კარგი მოთამაშეა, ამის გამო წუწუნს აზრს კარგავს, გვყავს ბევრი სხვა ფეხბურთელიც. ჩვენ შევძლებთ ხალხის იმედები და სიხარული გავამართლოთ. არამგონია, საქართველოს ნაკრების ბოლო მარცხს იმდენად ცუდი გავლენა ჰქონდეს, როგორც შეიძლება, ვინმემ იფიქროს. როცა მოთამაშე ეროვნული ნაკრების მაისურს იცვამს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატივია, რაც შეიძლება ჰქონდეს. ხვალინდელი მატჩი მძიმე და რთული იქნება და შევეცდებით გამარჯვება მოვიპოვოთ”, – თქვა კაპაროსმა.
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი ხვალ, 21:00 საათზე დაიწყება.