ხოაკინ კაპაროსი: “გაგვიჭირდა, არ იყო იოლი, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ”

თარიღი: ნოემბერი 15, 2020

სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხოაკინ კაპაროსმა საქართველოსთან მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მინდა მივულოცო ჩემ ბიჭებს, რადგან უდიდესი ძალისხმევა ჩადეს და შესანიშნავი შედეგი მივიღეთ. ეტყობოდათ, რომ სიამაყით თამაშობდნენ ამ მატჩში. რადგანაც სპორტსმენები ვართ, ყოველთვის ვცდილობთ, ორიეტანცია მოგებაზე გვქონდეთ. გააამართლა ჩვენმა ტაკტიკამ. საქართველო ძლიერი გუნდია, არაჩვეულებრივი, დიდი ხანია ერთად თამაშობენ და კარგად შეთამაშებულები არიან. გაგვიჭირდა, არ იყო იოლი, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვართ”

ჩრდ.მაკედონიასთან მძიმე შეხვედრა გველის, მაგრამ მზად ვართ. პირდაპირ კვიპროსზე მივდივართ”, – განაცხადა ესპანელმა კაპაროსმა.

საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრებთან 1-2 წააგო.

მსგავსი სიახლეები