ხობის “კოლხეთის” კაპიტანმა, გიორგი გოგენიამ “მეშახტეს” ფეხბურთელი სიკვდილისგან იხსნა (ვიდეო)

თარიღი: ოქტომბერი 9, 2019

ხობის “კოლხეთის” კაპიტანმა, გიორგი გოგენიამ საფეხბურთო კლუბ ტყიბულის “მეშახტის” ფეხბურთელი, ზურა გელაშვილი სიკვდილისგან იხსნა. “მეშახტე” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

ხობის კოლხეთის კაპიტანმა გიორგი გოგენიამ მეშახტეს ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა!
გუშინ, ტყიბულის სტადიონზე მეშახატესა და ხობის კოლხეთს შორის მატჩში საჰაერო ორთაბრძოლის დროს შეჯახების შედეგად ზურა გელაშვილმა და ირაკლი ჭანკვეტაძემ მძიმე ტრავმები მიიღეს
გელაშვილმა შეჯახებისთანავე გონება დაკარგა, რასაც მოედანზე პანიკა მოჰყვა, სწორედ ამ დროს მეტოქე ფეხბურთელი გიორგი გოგენია ყველაზე სწრაფად გაერკვა ტრავმის სიმძიმეში და ზურას სიცოცხლე საკუთარი ხელებით გადაარჩინა, რის გამოც თავადაც მიიღო სხეულის დაზიანება. დახმარების აღმოჩენა რამოდენიმე წამიც რომ დაგვიანებულიყო შეიძლებოდა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო
 ტყიბულის მეშახტე სრული შემადგენლობით და გუნდის გულშემატკივრები მადლობას ვუხდით ხობის კოლხეთის კაპიტანს 👏
ეს ის მომენტია, როცა სიტყვები ზედმეტია!
ფეხბურთი – ეს ურთიერთპატივისცემაა!”, – წერია მადლობის წერილში.

ფოტო: ფოთის “კოლხეთის” ფანკლუბი “მგლები”

მსგავსი სიახლეები