ხორხე სამპაოლი ნაკრებში ახალი ტაქტიკის გამოცდას აპირებს
არგენტინის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი მზადაა, ნაკრებში ახალი ტაქტიკა გამოცადოს, რომელიც ორი ძირითადი დამცველით თამაშს ითვალისწინებს – საუბარია 2-3-4-1-ზე.
“არის შანსი, რომ შემდეგ მატჩებში ორი ცენტრალური მცველით ვითამაშო, რომელსაც ერთი დამხმარე ეყოლებათ. დაცვაში 10 ფეხბურთელი თამაშობს, ისევე როგორც ეს ბრაზილიასთან გამართულმა მატჩმა აჩვენა,” – აცხადებს “სევილიას” ყოფილი თავკაცი.
სინგაპურთან გასამართ მატჩზე საუბრისას, მან დაამატა: “რამდენიმე ექპერიმენტის ჩატარებას ვგეგმავ. მინდა, გუნდი დაკარგულ ბურთს მაქსიმალურად მცირე დროში იბრუნებდეს.
სინგაპურთან გამართული მატჩის შემდეგ, ჩვენ ზუსტად გავიგებთ, შეგვიძლია თუ არა დაცვაში 10 კაცით აგრესიულად თამაში.”