ხორხე ვალდანო: “მესი იქამდე ითამაშებს ფეხბურთს, სადამდეც მოუნდება”
არგენტინელმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხორხე ვალდანომ France Football-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი თანამემამულის, ლიონელ მესის შესაძლებლობები განუსაზღვრელია; მისი აზრით, სწორედ ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, “ბარსელონას” სუპერვარსკვლავს ძალიან დიდ ხანს შეუძლია თამაში.
“მესის ფიზიკურ კონდინციებს საზღვრები არ აქვს. ის, თუ სადამდე ითამაშებს ლეო, დამოკიდებულია მის ფსიქოლოგიურ და არა ფიზიკურ მდგომარეობაზე. მას შეუძლია, იქამდე აგოროს ბურთი, სადამდეც სურს.”
“როცა მესის გუნდელები 11-12 კილომეტრს დარბიან, იგი მხოლოდ 7-ს გადის. თუმცა, ამ დროს ახერხებს გაიტანოს სამი გოლი და ნეიმარს ერთი საგოლე გადაცემაც გაუკეთოს. მას ბევრი მოძრაობა არ სჭირდება – იგი ისედაც გენიალურია!”
“რონალდოც ძალიან არაოდინარული ფეხბურთელია, რომელიც ბევრს შრომობს, იბრძვის და შესაბამისი წარმატებებიც აქვს,” – განაცხადა ვალდანომ.