ხორვატია სახლში, მექსიკა – 1/8 ფინალში
მიგელ ერერას გუნდმა შესანიშნავად ორგანიზებული თამაშის წყალობით 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.
ფრის შემთხვევაში პლეი-ოფში ერთად გასვლის შანსი ხორვატიას და მექსიკას ბრაზილიის მარცხის შემთხვევაში ჰქონდათ, რაც ფაქტობრივად გამორიცხული იყო. ამიტომ, ერერას გუნდს წარმატების მისაღწევად ფრეც კი ჰყოფნიდა.
აქედან გამომდინარე, მატჩის დიდი ნაწილი ხორვატების ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა მექსიკელების დაცვა საათივით მუშაობდა და მეტოქეს სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდა. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მეორე ტაიმში ხორვატებმა კრეატიულობა ვერ გამოიჩინეს და მათ შეტევებს სიმწვავე მოაკლდა. რასაც ვერ ვიტყვით მექსიკელებზე, რომლებიც მატჩის მსველობასთან ერთად უფრო და უფრო სახიფათოები ხდებოდნენ.
64-ე წუთზე ირმატოვმა აშკარა პენალტი არ დანიშნა პლეტიკოსას კარის მიმართლებით. გუარდადოს დარტყმა დარიო სრნამ ხელებით შეაჩერა, თუმცა შეხვედრის მთავრმა არბიტრი კუთხურით დაკმაყოფილდა.
მექსიკელთა უკმაყოფილება დიდხანს არ გაგრძელდა. რამდენიმე წუთში ჩამოწოდებულ კუთხურ მარკესი გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა – 0:1. ზუსტად სამ წუთში გუარდადომ მეორე დალაშქრა ხორვატების კარი. 82-ე წუთზე კი ჩიჩარიტომ მატჩის შედეგის შესახებ ყველა კითხვა მოხსნა – 0:3.
დარჩენილ დროში პერიშიჩმა რაკიტიჩის ეფექტური გადაცემის შემდეგ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, რომელმაც მექსიკელთა 1/8-ფინალში ზედიზედ მეექვსე გასვლა დაადასტურა.
გოლები: მარკესი 72′ (0:1); გუარდადო 75′ (0:2); ერნანდესი 82′ (0:3); პერიშიჩი 87′ (1:3)
გაძევება: რებიჩი 89′