ხორვატიაში 25 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა (ვიდეო)
24 მარტს, ხორვატიის რანგით მესამე დივიზიონში, “მარსონიასა” და “სლავონიას” შორის გამართულ შეხვედრაში ტრაგედია მოხდა. მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში “მარსონიას” თავდამსხმელს, ბრუნო ბობანს მკერდის არეში ბურთი მსუბუქად მოხვდა, მალე კი წაიქცა.
ექიმებმა 25 წლის ფეხბურთელისათვის პირველადი დახმარების გაწევა მოედანზევე სცადეს, შემდეგ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ბობანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გვამის გაკვეთის შემდეგ დადგინდება.