ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!
რუსეთში მიმდინარე 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. საფრანგეთის ნაკრების მიერ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივრებმა ძალიან დაძაბული ნახევარფინალური მატჩი იხილეს ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებების მონაწილეობით.
მატჩის პირველი ნახევარი ინგლისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში შეხვედრის მეხუთე წუთზე ტრიპიერმა გახსნა, რის შემდეგაც “სამმა ლომმა” გარეთ საუთგეიტისგან მკაცრი და კონკრეტული დარიგება მიიღო – ინგლისის ნაკრებმა პრაგმატული ფეხბურთის თამაში დაიწყო.
მატჩის მეორე ნახევარში გაცილებით უფრო გააქტიურდნენ ხორვატები. პერიშიჩმა 68-ე წუთზე შეძლო საკუთარი გულშემატკივრების გოლით გახარება, რამაც ინგლისის ნაკრებში ქაოსი გამოიწვია. ხშირი იყო ბრიტანელთა შეცდომებიც, თუმცა ძირითადმა დრომ გამარჯვებულის ვინაობა მაინც ვერ გამოავლინა.
პირველი დამატებითი ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო წუთს ბრწყინვალე მომენტი შეექმნა მანძუკიჩს, მაგრამ პიკფორდს ვერ აჯობა. თუმცა ამ უკანასკნელმა 109-ე წუთზე ვეღარ შეძლო კიდევ ერთხელ გადარჩენა საკუთარი ნაკრების – გოლი მანძუკიჩის ანგარიშზეა.
მსოფლიოს ჩემპიონატი
ნახევარფინალი
ხორვატია – ინგლისი 2-1 (0-1; 1-1)
გოლები: პერიშიჩი 68′ მანძუკიჩი 109′ – ტრიპიერი 5′