ხორვატიის ნაკრებს კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა
ახლოვდება სანაკრებო პაუზა, რომლის დროსაც ევროპული ნაკრებები რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით 2-2 შეხვედრას გამართავენ.
ხორვატიის ეროვნული გუნდი 6 და 9 ოქტომბერს გასვლაზე, შესაბამისად, კოსოვოსა და ფინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ირკვევა, რომ ვერცერთ მატჩში ხორვატებს ტურინის “იუვენტუსის” შემტევი, მარკო პიაცა ვერ დაეხმარება. მან “ემპოლისთან” გასულ კვირა დღეს გამართულ მატჩში მიიღო დაზიანება და ორშაბათს ვარჯიშზე არ გამოჩენილა.
პიაცას გარდა, ხორვატებს ლუკა მოდრიჩი, ივან რაკიტიჩი და დეჟან ლოვრენი არ ეყოლებათ.