ხოსე ანტონიო რეიესი გარდაიცვალა
ლონდონის “არსენალის” და “სევილიას” ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. დადასტურებული ინფორმაციით, რეიესი ავტოავარიას ემსხვერპლა.
რეიესთან ერთად ავტომობილში კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა. დადასტურდა, რომ მათგან ერთ-ერთიც გარდაიცვალა.
ესპანელი გარემარბი ბოლოს სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე “ესტრემადურას” ღირსებას იცავდა. მან კარიერა “სევილიაში” დაიწყო, სხვადასხვა დროს კი ლონდონის “არსენალში”, მადრიდის “რეალში”, “ბენფიკასა” და “ესპანიოლში” ითამაშა. 2003 წლიდან 2006 წლამდე ის ესპანეთის ნაკრების წევრი იყო.
რეიესმა კარიერის მანძილზე ევროპის ლიგა (5-ჯერ), ინგლისის პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი, ესპანეთის ლა ლიგა, უეფას სუპერთასი და სხვა ტიტულები მოიგო.
We couldn't be confirming worse news. Beloved Sevilla star José Antonio Reyes has died in a traffic collision. Rest in peace. pic.twitter.com/qeGl2nsi3c
— Sevilla FC (@SevillaFC_ENG) June 1, 2019