ხოსე ბორდალასი: “ბავშვური შეცდომების გამო წავაგეთ”
“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა “სევილიასთან” 3-1 მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“პირველ 20 წუთში სამი გოლი გავუშვით. გოლები და მარცხი გაუგებარი და ბავშვური შეცდომების შედეგია, რაც ჩვეულებრივ პროფესიონალურ ფეხბურთში არ ხდება. პრაქტიკულად 20 წუთში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მეორე ტაიმში სიტუაცია ოდნავ გამოვასწორეთ, მაგრამ ეს დიდი არაფრის მომტანი არ გამოდგა.”
“ეს პირველი ლიგაა და აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი. ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ზოგი წითელის გამო, ზოგიც ტრავმირებულია.”
“პირველი გოლი შეცდომის შედეგია, მეორეზე საუბარი არცაა და მესამე სასაცილო ბურთი იყო. 100%-ით უნდა დავიხარჯოთ და გამარჯვებებს მივაღწიოთ. ახლა უკვე “ბილბაოსთან” მატჩზე უნდა გადავერთოთ. ფეხბურთელებმა იციან, რომ შეცდომები ასე მარტივად არ უნდა დავუშვათ”, – განაცხადა ბორდალასმა პრესკონფერენციაზე, რომელმაც მამარდაშვილის სახელი არ უხსენებია, მაგრამ იმპლიციტურად დიდწილად სწორედ მასზე საუბრობდა. გიორგიმ დღეს სამივე გოლში არადამაჯერებლად ითამაშა.
შესაძლოა, მომდევნო შეხვედრაში მამარდაშვილი სილესენმა შეცვალოს.