ხოსე მაური: “ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა” (ვიდეო)
იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში “პარმამ” საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-60 წუთზე მასპინძელთა 18 წლის თავდამსხმელმა ხოსე მაურიმ გაიტანა.
“ჩვენი ფანების წინაშე შესანიშნავი მომენტი მქონდა. ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ამის ძალა მომცა. ამ გოლს ბებიას ვუძღვნი.
ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა. ეს ყველაფერი ამ დრომდე არ მჯერა, თუმცა ჩემი გოლი ისტორიაში ჩაიწერება.
მწვრთნელმა გვითხრა, რომ ჩვენი სჯერა. მან გვითხრა, რომ შეტევისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ის მართალი გამოდგა”, – ციტირებს მაურის სიტყვებს Football Italia.