ხოჭოლავა: “ჩვენი კარის მიმართულებით მოგონილი პენალტი დანიშნეს”
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაიწყო დონეცკის “შახტარმა”, რომელმაც ხარკოვის “მეტალისტზე” “ნაპოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. უკრაინელთა ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა მოედანზე მატჩის კომპენსირებულ დროში გავიდა.
“ნერვიულობაც ვერ მოვასწარი. უბრალოდ მატჩი გამარჯვებით უნდა ჩაგვემთავრებინა. ყველაფერი გამოგვივიდა.
პირველ ტაიმს სრულად ვაკონტროლებდით. შეხვედრის მეორე ნახევარში დრის მერტენსი თამაშში კარგად ჩაერთო, მეტოქის შეტევებს სიმწვავე შემატა. ზურგიდან სახიფათო გადაცემებს ვიღებდით, მაგრამ დაცვამ საქმეს თავი გაართვა, მეკარე პიატოვმაც კარგად ითამაშა. გამარჯვება დავიმსახურეთ.
არ ვართ ის გუნდი, რომელიც ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობს. ვცდილობთ, რომ ყოველთვის ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. ამას შეგიძლიათ ბურთის დაჭერაც დაარქვათ. პირველ ტაიმში “ნაპოლის” მომენტი საერთოდ არ ჰქონია. მშრალი ანგარიშით უნდა მოგვეგო, მაგრამ ჩვენი კარის მიმართულებით მოგონილი პენალტი დანიშნეს”, – ციტირებს ხოჭოლავას სიტყვებს Terrikon-ი.