ხოჭოლავა: “მომდევნო ეტაპამდე სულ ცოტა გვაშორებს”
დონეცკის “შახტარის” ქართველმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში “ფეიენოორდის” დამარცხების (3-1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ გოლის გაშვების შემდეგ კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს და ნაცვლად ამისა, შეტევაში წავედით.
რაც შეეხება უშუალოდ გოლის გაშვების მომენტს, ჩემი აზრით, ტაქტიკურად ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. უბრალოდ, ნიკლას იორგენსენმა ტექნიკურად თამაშის ხარჯზე შეძლო გატანა. საბედნიეროდ, წონასწორობის აღდგენა მალევე შევძელით.
ვერ ვიტყვი, რომ დღეს პლეი-ოფში თამაში გავინაღდეთ, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მომდევნო ეტაპამდე სულ ცოტა გვაშორებს.წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, სადაც ჩვენი ბედი უნდა გადაწყდეს,” – აცხადებს ხოჭოლავა.
ამ დროისთვის ხოჭოლავას “შახტარი” F ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებს 9 ქულით, “ნაპოლი” კი სამი ქულით მესამეზეა. “შახტარი” კი ჯერ “ნაპოლის” უნდა ეწვიოს, შემდეგ კი “მანჩესტერ სიტი” უნდა მიიღოს საკუთარ მოედანზე. ამ ორი მატჩიდან კი მათ მინიმუმ ერთი ქულა სჭირდებათ.