ხუან მარტინ დელ პოტრო ბაუტისტა-აგუტთან დამარცხდა
ცოტა ხნის წინ ასრულდა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მეხუთე განთესილი ხუან მარტინ დელ პოტრო და ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. რამდენადაც მოულოდნელი არ უნდა იყოს, გამარჯვება ესპანელმა ჩოგბურთელმა იზეიმა.
პირველი სეტი სამხრეთ ამერიკელის გამარჯვებით 4:6 დასრულდა. მეორე სეტში ბაუტისტა-აგუტმა წონასწორობის აღდგენა შეძლო, შემდეგ სეტში კი დელპო კვლავ დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, მეორე სეტში რობერტომ ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა, ხოლო გადამწყვეტ სეტში არგენტინელს 7:5 სძლია.
აღსანიშნავია, რომ „დიდი სლემის“ ტურნირის მესამე წრეში ბაუტისტა-აგუტი პირველა გავიდა. აქამდე 25 წლის მოთამაშემ მსგავსი ტურნირების მეორე ეტაპზე გასვლა ოთხჯერ მაოხერხა.
ესპანელის შემდეგი მეტოქე კი ბენუა პერი იქნება.
ალექსანდრე მატევოსოვი