ხუან მატა: “მანჩესტერისთვის” შეუძლებელი არაფერია”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი შემტევი, ხუან მატა თვლის, რომ “წითელი ეშმაკებისთვის” შეუძლებელი არაფერია და რომ “სტოკ სიტისთან” ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ, გუნდს მაინც აქვს ტიტულისთვის ბრძოლის შანსი.
“გაბრაზებულები ვართ, რადგანაც გუნდმა რეალურად მოგება დაიმსახურა, თუმცა ვერ მოიგო.” – ვკითხულობთ მის პირად ვებ-გვერდზე.
“მართალია, ასეთი რამ სასირცხვილოა. ჩვენ უფრო მეტი მომენტი შევქმენით, ეფექტურ პასებსაც ვაკეთებდით, თუმცა ჩვენი სამუშაო ბოლომდე მაინც ვერ შევასრულეთ.
ამ მატჩიდან პოზიტიური ასპექტები უნდა დავიტოვოთ. “სტოკის” წინააღმდეგ გუნდი სრულიად თავდაჯერებული იყო, გვინდოდა კარგი სერიის შენარჩუნება. ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, უბრალოდ ეს ანგარიშში არ ასახულა.
მჯერა, რომ “მანჩესტერისთვის” შეუძლებელი არაფერია. ტურნირს ორი კვირის შემდეგ, “ლივერპულთან” (“ენფილდზე”) მატჩით დავუბრუნდებით, სადაც მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს.”