ხუან მატა: „მატჩის სათადარიგოთა სკამიდან ყურება საშინელება იყო“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ხუან მატამ „კრისტალ პალასთან“ ანგარიშით 1:0 მოგებულ მატჩზე ისაუბრა.
„შეხვედრა მძიმედ ვითარდებოდა. პირველ ნახევარში „კრისტალ პალასი“ თავს კარგად იცავდა და თავისუფალ სივრცეებს არ გვაძლევდა. მეტოქეს ანგარიშის გახსნის კარგი შანსიც ჰქონდა.
აქვე აღვნიშნავ, რომ სათადარიგოთა სკამიდან მატჩის ხილვა საშინელება იყო“, – განაცხადა ესპანელმა.