ხუან მატამ შესაძლებელია კარიერა “ევერტონში” გააგრძელოს
მოურინიოს რომ ხუან მატა გულზე არ ეხატება, ახალი არავისთვისაა. ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც პორტუგალიელმა მწვრთნელმა “ჩელსიდან” გაუშვა ნახსენები მოთამაშე. იგივე ემუქრება მატას “მანჩესტერშიც.”
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველაზე მეტად ინგლისური კლუბის ფეხბურთელის საკითხთან დაკავშირებით “ევერტონი” აქტიურობს. დიდი ალბათობით ესპანელი ნახევარმცველი სწორედ მერსესაიდულ კლუბში გააგრძელებს კარიერას.