ხუან მატას მამა “ბარსელონას” წარმომადგენლებს შეხვდა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ხუან მატა შესაძლოა, “ბარსელონაში” აღმოჩნდეს.
Cadena SER-ის ინფორმაციით, 30 წლის ესპანელი ფეხბურთელის მამა, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიც გახლავთ, კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა და შესაძლო ტრანსფერის დეტალები განიხილეს. მატა “ნოუ კამპზე” შესაძლოა, სრულიად უსასყიდლოდ გადაბარგდეს. ესპანელ ნახევარმცველს “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის პირველ ივლისს ეწურება. “წითელმა ეშმაკებმა” მას შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზეს, მაგრამ მატა კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს.
სხვათა შორის, “ბარსელონას” ყოფილ მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ნათქვამი აქვს, რომ კატალონიურ გუნდში მუშაობის პერიოდში ხუან მატას დამატება სურდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას 2014 წლის იანვრიდან იცავს.