ხუან რომან რიკელმე: “სამხრეთ ამერიკაში რამოსი ამდენ გოლს ვერ გიატანდა”
სერხიო რამოსი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე “ბლანკოსის” მაისურით 10 გოლი გაიტანა, რაც მისი პირადი რეკორდიცაა.
ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხუან რომან რიკელმემ 30 წლის მცველის მიღწევაზე ისაუბრა. მისი აზრით, სერხიო, “სამხრეთ ამერიკაში რომ თამაშობდეს, ამდენ გოლს ვერ გაიტანდა.
“რამოსს ხშირად გააქვს გამარჯვების გოლები. ბოლო შეხვედრაში მან “რეალს” “ბეტისის” წინააღმდეგ მოაგებინა.”
“მიმაჩნია, რომ სერხიო სამხრეთ ამერიკაში ამას ვერ შეძლებდა. მას მეტი აგრესია და სირთულეები შეხვდებოდა, რაც აქაური ფეხბურთისთვისაა დამახასიათებელი,” – განაცხადა 38 წლის ყოფლიმა სპორტსმენმა.