ხუანდე რამოსმა, შესაძლოა, „გალათასარაი“ ჩაიბაროს

თარიღი: მაისი 10, 2014

დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ მთავარმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა შემდეგ სეზონში, შესაძლოა, სტამბულის „გალათასარაი“ ჩაიბაროს.

დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ რობერტო მანჩინი თურქულ კლუბს დატოვებს. მიმდინარე სეზონში „გალათასარაიმ“ თურქეთის თასი მოიგო, თუმცა ჩემპიონატში ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება და უკვე გამარჯვებულ „ფენერბაჰჩეს“ ათზე მეტი ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგაზე კი იტალიელი სპეციალისტის გუნდმა 1/8 ფინალამდე მაიღწია, სადაც „ჩელსისთან“ დამარცხდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „გალათასარაის“ მენეჯერები ასევე დონეცკის „შახტარის“ თავკაცის მირჩი ლუჩესკუს კანდიდატურასაც განიხლავდნენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მსგავსი სიახლეები