ხუთი დღით ადრე „ოქროს ბურთის“ მფლობელი ცნობილია – ჰოლანდიელი ჟურნალისტი
ჰოლანდიელი ჟურნალისტი მიკაელ აბინკი, რომელიც „Nu Sport“-ში მუშაობს, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ხუთი დღით ადრე 2015 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა ცნობილია.
როგორც მან სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ დაწერა, ტიტულის ახალი მფლობელი „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი გახდება, რომლისთვისაც ეს მეხუთე ტიტული იქნება.
რაც შეეხება ქალთა ფეხბრუთში წლის საუკეთესო მოთამაშეს, აბინკის მტკიცებით, ყველასთვის მოულოდნელად ის სელია სასიკი გახდება.
Oei, dit stond zojuist op de website van de FIFA. MESSI GOUDEN BAL-WINNAAR pic.twitter.com/sq1pSheaVB
— Michel Abbink (@sportzeloot) January 6, 2016
სათქმელია, რომ ფიფა-ს მედიასამსახურმა ჰოლანდიელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მოასწრო და აღნიშნა, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.
This afternoon, a story 1st posted online in November (false then too) has resurfaced. The winners of the #BallondOr have NOT been leaked.
— FIFA Media (@fifamedia) January 6, 2016