ხვალ “ბაიერნი” გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადებული ფორმით ითამაშებს

თარიღი: ნოემბერი 4, 2016

გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში “ჰოფენჰაიმის” წინააღმდეგ შინ გასამართ მატჩში მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელები გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადებული მაისურებით ითამაშებენ.

დღეს ბავარიული კლუბის ტექნიკურმა სპონსორმა adidas-მა წარადგინა ფორმა, რომელიც მალდივის კუნძულების სანაპიროებზე შეგროვებული პლასტიკური ნარჩენებისგან დამზადდა.

ფორმა იმითაც გამოირჩევა, რომ ის წითელი ფერის ორ ტონშია გადაწყვეტილი, რაც სიმბოლურად სისუფთავის გამოხატულებაა. საყელოზე გაკეთებულია წარწერა “For the oceans” (“ოკეანეებისთვის”).

დღევანდელ პრეზენტაციაზე გუნდის ნახევარმცველი ჩაბი ალონსო წარსდგა.

“მე ესპანეთის სანაპიროებზე გავიზარდე, ამიტომ გახარებული ვარ, რომ ოკეანიდან ამოღებული ნარჩენებისგან დამზადებულ ფორმას ჩავიცვამ. ეს კარგი შესაძლებლობაა იმის წარმოსაჩენად, რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიო ოკეანის დაცვა”, – აღნიშნა ჩაბი ალონსომ პრეზენტაციაზე.

adidas-ის ონლაინმაღაზიაში ფორმის შეძენა უკვე შესაძლებელია და მისი ფასი 90 ევროს შეადგენს.

აღნიშნული აქცია არამხოლოდ ცნობიერების ამაღლებას, არამედ ოკეანეების ნარჩენებისგან გაწმენდის კონკრეტულ სტრატეგიას ემსახურება. კომპანია ოკეანიდან ამოღებული ნარჩენებისგან მილიონი წყვილი ფეხსაცმლის დამზადებასაც აპირებს.

აქციას მადრიდის “რეალიც” შეუერთდა. “სამეფო კლუბის” ფეხბურთელები რეციკლირებული ნარჩენებისგან დამზადებულ ფორმას 26 ნოემბერს, “ხიხონის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მოირგებენ.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ისკო ზიდანის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს

მადრიდის “რეალის” ესპანელი ნახევარმცველი, ისკო, სასურველ ფორმაში შესვლას კვლავ ვერ ახერხებს. “მალაგას” ყოფილი ვარსკვლავი თვლის...
წაკითხვა
ფეხბურთი

უპამეკანო “ლივერპულის” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, იურგენ კლოპმა დაიოტ უპამეკანო “ლივერპულის” მთავარ სატრანსფერო სამიზნედ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “ხვიჩას ტრანსფერით “სევილია” დაინტერესდა”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და “რუბინის” თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას, შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაგვანდო მისმა აგენტმა, თეი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიზარაზუ: “გრიზმანმა აღარ იცის, როგორ ითამაშოს ფეხბურთი”

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი, ბიშენტე ლიზარაზუ, თანამემამულე ანტუან გრიზმანს “ბარსელონას” დატოვებას ურჩევს. როგორც იცით, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” ვან დეიკის შემცვლელი შეარჩია

“ლივერპულს” მუხლის ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ვირჯილ ვან დეიკი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოუტინიო ტრავმირებულია

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მეშვიდე ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (1:3) მიმდინარეობისას კატალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შალკეს” კრიზისი – ბოლოს როდის მოიგეს ბუნდესლიგაში?

გრძელდება გელზენკირხენის “შალკეს” წარუმატებელი სერია. 24 ოქტომბერს ბუნდესლიგის მე-5 ტურში “შალკე” გასვლაზე “ბორუსიასთან&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანი: “ვიდეორეფერი მხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, “რეალთან” განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “იდეალური მატი ჩავატარეთ, ვამაყობ ჩემი გუნდით”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ლა ლიგის მე-7 ტურში “ბარსელონას” დაჯაბნის შემდეგ პრესკონფერენცია გამარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყოფილი მსაჯის ვერდიქტი – პენალტი არ უნდა დანიშნულიყო! (ვიდეო)

ფეხბურთის გამოცდილი სპეციალისტი ანდუხარ ოლივერი, რომელიც აქამდე მსაჯის ამპლუაში გვევლინებოდა, თვლის, რომ “ელ კლასიკოში” პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ გოლების ახალი რეკორდი დაამყარა

მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელმა ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ბუნდესლიგაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. “ბაიერნმა” კი საკუთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანახაობრივი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

24 ოქტომბერი ის დღეა, რომელსაც მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ – “კამპ ნოუმ&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფილიპე კოუტინიოს კუნთური მასა “ბაიერნში” ყოფნის დროს 4 კილოგრამით გაიზარდა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ ფილიპე კოუტინიოს შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა 28 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ყარაბაღი” “ვილიარეალს” სტამბოლში მიიღებს

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” “ვილიარეალს” სტამბოლის ფათიჰ თერიმის [...
წაკითხვა