ხვალ ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და უეფა-ს სუპერთასს ფოთში ჩაიტანენ
როგორც გაირკვა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და უეფა-ს სუპერთასს სამ ივლისს ქალაქ ფოთში ჩაიტანენ.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპის პრესტიჟული საკლუბო ტურნირების თასების ნახვა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.
აქამდე არსებული ინფორმაციით, თასები სამეგრელოში 17:00 საათზე უნდა ჩაეტანათ, თუმცა ცოტა ხნის წინ მხარეებმა გეგმები შეცვალეს და დათქმული დროის ნაცვლად, თასებს 13:00 საათზე ჩაიტანენ.