ხვიჩა კვარაცხელია: “ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მივიღე…”
ყაზანის “რუბინისა” და საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადება გამოაქვეყნა.
როგორც იცით, ვილი სანიოლმა 20 წლის ფეხბურთელი სექტემბერში გასამართი მატჩებისათვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შეიყვანა. 27 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა ნაკრების შეკრებაზე ტრავმის გამო ვერ ჩამოვა და მას გიორგი წიტაიშვილი ჩაანაცვლებს.
გულშემატკივართა ნაწილის აზრით, ხვიჩას ტრავმა არ აწუხებს და ის ნაკრებში სხვა მიზეზის გამო ვერ ჩამოდის. სწორედ ამიტომ გააკრიტიკეს ახალგაზრდა ფეხბურთელი.
“ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მივიღე, რაც გულსატკენია. ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია და ის, რომ მე უბრალოდ არ ჩამოვდივარ, სრული აბსურდია. ყველაფერზე მეტად, ახლა მე ჩემი ქვეყნის გვერდით დგომა მინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმა ამის საშუალებას არ მაძლევს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია კრიტიკოსებისთვის – მადლობა, მე ეს უფრო ძლიერს მხდის! მადლობა გვერდში დგომისთვის”, – წერს კვარაცხელია.