ხვიჩა კვარაცხელია: “ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ვილი სანიოლის გუნდი საბერძნეთს სტუმრად დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. საქართველოს მხრიდან ერთადერთი გოლი კვარაცხელიამ გააკეთა.
“საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ. ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეული არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა. შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან”, – ციტირებს ხვიჩას სიტყვებს Nakrebi.ge.
საქართველოს ნაკრების მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრას სექტემბერში, თბილისში, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: სფფ