ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy-ს ნომინანტთა შორის მოხვდა
იტალიურმა გამოცემა “ტუტოსპორტმა” ტრადიციული ჯილდოს – Golden Boy (“ოქროს ბიჭუნა”) 2021 წლის ნომინანტები დაასახელა. ასკაციან სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯილდო “ტუტოსპორტმა” 2003 წელს დააწესა და ის ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ასაკის მოთამაშეს გადაეცემა. Golden Boy-ს ჯილდო მოგებული აქვთ: რაფაელ ვან დერ ვაარტი (2003 წელი), უეინ რუნი (2004 წელი), ლიონელ მესი (2005 წელი), სესკ ფაბრეგასი (2006 წელი), სერხიო აგუერო (2007 წელი), ანდერსონი (2008 წელი), ალეშანდრე პატო (2009 წელი), მარიო ბალოტელი (2010 წელი), მარიო გიოტცე (2011 წელი), ისკო (2012 წელი), პოლ პოგბა (2013 წელი), რაჰიმ სტერლინგი (2014 წელი), ანტონი მარსიალი (2015 წელი), რენატუ სანშეში (2016 წელი), კილიან მბაპე (2017 წელი), მატიას დე ლიხიტი (2019 წელი), ჟუან ფელიქსი (2019 წელი), ერლინგ ჰოლანი (2020 წელი).
“ტუტოსპორტის” Golden Boy-ს გამარჯვებული ევროპის წამყვანი გამოცემების 40 ჟურნალისტის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, თუმცა ამავდროულად მიმდინარეობს ვებგამოკითხვაც, რომელშიც ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ვებგამოკითხვის შედეგმა შესაძლოა, გარკვეულწილად ზეგავლენა მოახდინოს ჟურნალისტების არჩევანზე.
ნომინანტების სანახავად და ხმის მისაცემად გადადით ბმულზე.