ხვიჩა კვარაცხელია: “მადლობა ღმერთს, რომ ამის შესაძლებლობას მაძლევს”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად მისი მსხვერპლი “სოჭი” გახდა, რომელიც “რუბინმა” სწორედ ქართველის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა (1:0). მატჩის შემდეგ კვარაცხელიას მცირე ინტერვიუ ჩამოართვეს.
– ძალზედ დადებითი ემოციებით ვარ დატვირთული, ვინაიდან გუნდმა გაიმარჯვა და კარგი გოლი გავიტანე. ეს ჩემთვის ძალიან კარგია.
– რა თქვა ლეონიდ სლუცკიმ მატჩის შემდეგ?
– მომილოცა. თამაშამდე მითხრა, რომ გავიტანდი და ასეც მოხდა.
– როგორი ატმოსფეროა გასახდელში გამარჯვების შემდეგ?
– გასახდელში ყოველთვის დადებითი ატმოსფეროა, ვინაიდან ჩვენ ერთი გუნდი, ერთი ოჯახი ვართ.
– რატომ არ იყავით ძირითად შემადგენლობაში?
– ლეონიდ სლუცკისთან ვისაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ პირველ ტაიმში დავისვენებდი, რადგან სანაკრებო მატჩები ჩავატარე, შემდეგ კი ხანგრძლივი ფრენა იყო.
– ესპანელებს და ბერძნებს გაუტანეთ, ახლა “სოჭის” კარიც აიღეთ. როგორ გამოგდით?
– არ ვიცი, ვმუშაობ. მადლობა ღმერთს, რომ ამის შესაძლებლობას მაძლევს.