ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ტოპ-50 ტალანტს შორის შეიყვანეს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა 50-ეულში შეიყვანეს. სია ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა შეადგინა. რეიტინგში შეყვანილი არიან XXI საუკუნეში ანუ 2001 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეები. კვარაცხელიას სიაში 34-ე ადგილი უკავია.
რეიტინგს “ბარსელონას” თავდამსხმელი ანსუმანე ფატი ლიდერობს, რომელსაც “რენის” საყრდენი ედუარდუ კამავინგა მოსდევს, ზედა სამეულს კი ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველი რაიან გრავენბერხი ხურავს.
რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. ანსუ ფატი (“ბარსელონა”, ესპანეთი, დაბადებულია 2002 წელს);
2. ედუარდუ კამავინგა (“რენი”, საფრანგეთი, 2002);
3. რაიან გრავენბერხი (“აიაქსი”, ნიდერლანდები, 2002);
4. პედრი (“ბარსელონა”, ესპანეთი, 2002);
5. ჯოვანი რეინა (“დორტმუნდი”, აშშ, 2002);
6. ჯუდ ბელინგემი (“დორტმუნდი”, ინგლისი, 2003);
7. იარი ვერსხარენი (“ანდერლეხტი”, ბელგია, 2001);
8. მეისონ გრინვუდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი, 2001);
9. ბუკაიო საკა (“არსენალი”, ინგლისი, 2001);
10. მაირონ ბოადუ (“ალკმაარი”, ნიდერლანდები, 2001);
…
34. ხვიჩა კვარაცხელია (“რუბინი”, საქართველო, 2001);
…