ხვიჩა კვარაცხელია: “ფანები კვარადონას მეძახიან? 77 ნომერი ორჯერ მეტ იღბალს მომიტანს”
ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიმ” ოფიციალურად წარადგინა და ხვიჩამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“ფანები კვარადონას მეძახიან? მომწონს ეს, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე ვფიქრობ, ნეაპოლისთვის მარადონა ყველაფერს ნიშნავს. მათ მითხრეს, რომ ნეაპოლი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ახლა განსხვავებულად ვხედავ. ასეთი ლამაზი ქალაქი არასდროს მინახავს”
“ბედნიერი ვარ, რომ “ნაპოლიში” ჩამოვედი. შეთავაზებას მაშინვე დავთანხმდი. მე აქ ვარ, რომ ვაჩვენო რა შემიძლია. სპალეტი ფანტასტიკური პერსონაა, მისგან ბევრს ვისწავლი. ძალიან დიდ გუნდში ვარ და ეს ყველაფერი ბედნიერს მხდის. ინსინიეს შემცვლელად არ მოვსულვარ. ინსინიე დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ აქ მოვედი, რათა ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშოს”
“მე თავდამსხმელი ვარ, ძირითადად მარცხნიდან ვიწყებ. უკვე დავიწყე იტალიურის სწავლა და ეს მოედანზეც დამეხმარება. გარკვეული დრო დამჭირდება იტალიურ ფეხბურთთან შესაწყობად, მაგრამ მაქვს მწვრთნელისა და გუნდის რწმენა”
“არ ვიცი რამდენ გოლს გავიტან, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ. 77 ნომერი? 7 ნომერი ჩემი ფავორიტია. დაკავებული იყო, ამიტომ გავაორმაგე, რაც მე ორჯერ მეტ იღბალს მომიტანს, ვიმედოვნებ”
კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში სადებიუტო ამხანაგურ მატჩში 2 გოლი და საგოლე პასი განახორციელა.