ხვიჩა კვარაცხელია: “ქართველი გულშემატკივრებითვის მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის”
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩაწერილი მოკლე ინტერვიუ გამოქვეყნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი საუბრობს იმაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის ფეხბურთი, რა არის მისი ოცნება და რას ეტყოდა ქართველ გულშემატკივრებს.
“ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი უკავია ფეხბურთს. ფეხბურთი ჩემთვის სიყვარულს ნიშნავს, რადგან ძალიან მიყვარს რასაც ვაკეთებ. წარმატების მისაღწევად შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმია საჭირო. ჩემი სამუშაო დღე ძალიან დატვირთულია, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს და როცა მაქვს, ამ დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ.
ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მთავარია ეს ოცნება ავიხდინო და როდის მოხდება, მნიშვნელობა არ აქვს. ქართველი გულშემატკივრებისთვის მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, ყოველთვის ასე ყოფილიყვნენ ფეხბურთისადმი”, – ამბობს კვარაცხელია.