ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელია და სხვა რჩეულები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards, შარშანდელის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
წლის საუკეთესოები სფფ-ის სოციალური ქსელების (ფეისბუქი და ინსტაგრამი) და ვებ-გვერდის საშუალებით ეტაპობრივად გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს კი კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ. 2021 წლის საუკეთესოთა გამოვლენა 29 დეკემბერს 12:00 საათიდან ალექსანდრე ჩივაძის მედლის მფლობელების გამოვლენით დაიწყება.
2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.
ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U17
- ოქრო – გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი)
- ვერცხლი – გიორგი ტაბატაძე (საბურთალო)
- ბრინჯაო – სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი)
ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U19
- ოქრო – საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი)
- ვერცხლი – ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო)
- ბრინჯაო – ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი)
2021 წლის სეზონის ფუტსალის ლიგის საუკეთესო მწვრთნელი – ავთანდილ ასათიანი (თელასი-ჯორჯიანსი)
- ნომინანტები – ავთანდილ ასათიანი (თელასი-ჯორჯიანსი), ლევან კობაიძე (კსუ), დავით ბობოხიძე (თსუ)
2021 წლის სეზონის ფუტსალის ლიგის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე (კსუ)
- ნომინანტები – გიორგი ღავთაძე (კსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი)
2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჩხაიძე (ლანჩხუთი)
- ნომინანტები – გიორგი ჩხაიძე (ლანჩხუთი), გიორგი მანწკავა (კვარტალი), ზურაბ ლატარია (კოლხეთი ხობი)
2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი – ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)
- ნომინანტები – ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ეთერ სულაშვილი (გორი იუნაიტედი)
2021 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი – გიორგი ყრუაშვილი
2021 წლის საუკეთესო მსაჯად გიორგი ყრუაშვილი დასახელდა. შეგახსენებთ, რომ ფიფას გადაწყვეტილებით ყრუაშვილი სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. იგი პირველი ქართველი არბიტრია, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია. 2021 წელს გიორგი ყრუაშვილმა ქართველ მსაჯებთან ერთად 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი განსაჯა.
2021 წლის სეზონის საუკეთესო გოლი – გიორგი გოჩოლეიშვილი
2021 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ირაკლი აზაროვი
2021 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი)
- ნომინანტები – ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი) და ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი)*
*გამოკითხვის შედეგად შოთა თოფურიამ და ვახტანგ ჯვარაშვილმა ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს
2021 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – ნინო სუთიძე (კვარტალი)
- ნომინანტები – ნინო სუთიძე (კვარტალი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი)
2021 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი)
- ნომინანტები – ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი)