ხვიჩა კვარაცხელიამ “ახმატის” კარში გატანილი გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა (ფოტო)

თარიღი: ოქტომბერი 5, 2020

4 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე გროზნოს “ახმატი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

კვარაცხელიამ გატანილი გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები