ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
“რუსული ფეხბურთის უსაზღვროდ მადლიერი ვარ. მე სერიოზულ ფეხბურთელად სწორედ აქ ვიქეცი. მადლობას ვუხდი იური სიომინსა და ლეონიდ სლუცკის იმისთვის, რომ უფრო გამაძლიერეს.
“რუბინის” მადლიერი ვარ ამ ბრწყინვალე სეზონისთვის. კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტს პატივს ვცემ.
აგენტისთვის არ მიმიცია ამ ზაფხულს რუსეთის უეჭველად დატოვებისა მითითება. ევროპაში თამაში მსურს და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ტრანსფერი განხორციელდება. არ ვიცი, ეს როდის მოხდება. შესაძლოა, ტრანსფერი ამ ზაფხულსაც განხორციელდეს.
რაც არ უნდა იყოს, რუსეთი, პრემიერლიგა და “რუბინი” სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება.
ევროპის ტოპკლუბში სათამაშოდ მზად ვარ. სწორედ ასეთი დონის გუნდებზე ვოცნებობ და ბედნიერი ვიქნები, თუ იქ მოვხვდები, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ოცნებაა. ახლა “რუბინის” გენერალურ დირექტორ საიმანოვსა და ჩემს აგენტს ველოდები”, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.