ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია
“რუბინის” გენერალური დირექტორი, რუსტემ საიმანოვი, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით პრესასთან განცხადებას აკეთებს. შეგახსენებთ, რომ “რუბინის” ქართველმა ვარსკვლავმა დაზიანება კვირას, “ურალთან” მოგებულ მატჩში მიიღო.
“ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. ჯერჯერობით სამედიცინო გამოკვლევის, მაგნიტორ რეზონანსული ტომოგრაფიის, პასუხები არ გვაქვს.
სავარაუდოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ტრავმასა და ფორმის აღდგენას 2-3 კვირაზე მეტი დასჭირდება. ჩვენ კი გარისკვას არ ვაპირებთ,” – აცხადებს საიმანოვი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საფეხბურთო სეზონი ერთ თვეში სრულდება. გამომდინარე იქიდან, რომ “რუბინი” ხვიჩას გაყიდვას აპირებს, ბუნებრივია, რომ ხვიჩას ტრავმის რეციდივის საშიშროების გამო მანამ არ ათამაშებენ, სანამ 100 პროცენტით მზად არ იქნება.